თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით, სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ახალი სივრცე მოეწყო
24-01-2019, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით, სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ახალი სივრცე მოეწყო.

 


ახალი საინფორმაციო სივრცის გახსნას დეპუტატთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, სოფლის მოძღვარი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, დეპუტატის ბიუროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


„მინდა ახალგაზრდებმა საკუთარი თავისა და ნიჭის რეალიზება მოახდინონ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შევუწყო მათ წინსვლას და გარკვეული წვლილი შევიტანო მათ განვითარებაში, მოსწავლეებს კი მინდა ვუთხრა, რომ დასახული მიზნების მიღწევა მხოლოდ შრომით, განათლებითა და შეუპოვრობითაა შესაძლებელი“, განაცხადა თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

 


დღევანდელი დღის აღსანიშნავად სკოლის სპორტულ დარბაზში მოსწავლეთა ჩართულობით ღონისძიება მოეწყო. ამავე ღონისძიებაზე დასახელდა სკოლის წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დეპუტატის სახელობითი სტიპენდია დაენიშნა.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი