ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ყოველწლიური სიტყვით კონგრესში მანამ არ გამოვა, სანამ მთავრობა მუშაობას არ განაახლებს.
ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პრეზიდენტისადმი მიწვევა, მიემართა კონგრესისთვის, უკან გაიტანა და აღნიშნა, რომ ტრამპის გამოსვლამდე სამთავრობო სტრუქტურებმა მუშაობა სრულად უნდა განაახლონ.
მთავრობის დახურვა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია, ტრამპის მიერ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის 5.7 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის ბიუჯეტში შეტანის მოთხოვნამ და მასზე კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობაში მყოფი „დემოკრატების“ უარმა განაპირობა.
აშშ-ში მთავრობის ნაწილობრივი დახურვის შედეგად, 22 დეკემბრის შემდეგ, 800 000-ზე მეტი ფედერალური თანამშრომელი ხელფასის გარეშეა დარჩენლი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.