ორსულებისთვის გრიპზე ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს. აცრის ჩატარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშია შესაძლებელი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეძენილი იქნა 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
უწყების ცნობით, ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.
„გარდა ამისა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, გამოთქვა მზაობა სრულიად უფასოდ ჩაუტაროს აცრა მოქალაქეებს. 2 დღის განმავლობაში ვაქცინაცია მხოლოდ ორსულებს ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მომართვიანობის საფუძველზე გადაწყდება კიდევ რომელი ჯგუფებისთვის იქნება გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის კომპანია „გეფა-მ“ საკუთარი მარაგებიდან ვაქცინის 4000 დოზა გამოყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გრიპის სეზონის დადგომამდე (ოქტომბერ-ნომებრის პერიოდში) რისკ-ჯგუფში შემავალი 41 000 ადამიანის ვაქცინაცია უზრუნველყო.
სახელმწიფო ორსულთა ვაქცინაციას 2017 წლიდან ახორციელებს და შეინიშნება ვაქცინაციისადმი მოთხოვნის მზარდი ტენდენცია, მაგ. თუ 2017-2018 სეზონზე აიცრა 532 ორსული, 2018-2019 წლის სეზონზე მათმა რაოდენობამ შეადგინა - 1 111“, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.