პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია იმართება.
აქცია სხვადასხვა მოთხოვნებით მიმდინარეობს და მასში „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით, ასევე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები და არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო ტრიბუნების“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.
როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება, აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. „საქართველოს“ დაზარალებულები პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ხოლო „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.