საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს სტუმრობენ
24-01-2019, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მასშტაბით ვიზიტებს განაგრძობენ.

 


სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლები დღეს თბილისში, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონსა და ვაზიანში მდებარე V საარტილერიო ბრიგადაში იმყოფებოდნენ. უცხოელმა დიპლომატებმა სპეციალურად გამართულ გაცნობით ბრიფინგზე ხელმძღვანელობისგან ქვედანაყოფების ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურის, განხორციელებული და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

 


მოგვიანებით სტუმრები საბრძოლო საინჟინრო ბატალიონისა და V საარტილერიო ბრიგადის შესაძლებლობებს, ინფრასტრუქტურას გაეცნენ და ბაზებზე არსებული შეიარაღება და ტექნიკა დაათვალიერეს.

 


სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატს აერთიანებს, რომლებიც თავდაცვის უწყებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი