წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა და ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვის საკითხები განიხილა.
„ქვეყანაში არსებობს წითელას ეპიდაფეთქების საფრთხე, იანვრის თვეში დაფიქსირებულია 312 შემთხვევა, მათ შოროს 23 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ წითელა სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის დროულად, სრულყოფილად და კვალიფიციურად ინფორმირებულობა, უსაფრთხო და უფასო ვაქცინააცის პროცესის კოორდინირებულად წარმართვა“, განაცხადა ბატონმა ალექსანდრე დადუნაშვილმა.
შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მმართველი მანანა ტყეშელაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნანა გიორგაძე ესწრებოდნენ, რომელებმაც თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე, აცრების დროულად ჩატარების მნიშვნელობასა და ვაქცინაციაზე, ასევე აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსწავლის სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვაზე.
აღინიშნა, რომ სკოლების დირექტორებმა საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ არასრულად აცრილი ან აუცრელი კონტინგენტის გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება რესუსცენტრსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის, რათა მოხდეს ასაცრელი კონტინგენტის დაზუსტება, განსაზღვროს მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი არაგეგმიური იმუნიზაციის საჭიროებები.
წითელას საწინააღმდეგო აცრები უფასოდ კეთდება წყალტუბოს რაიონულ ჰოსპიტალსა და სოფლების ამბულატორიებში.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.