მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი: „სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა... გუშინ საღამოს ქუჩაში უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალიან აგდებული ტონით მკითხა გადავდგები თუ არა, რაზედაც ვუპასუხე - არა! მითხრეს: „თუ არ გადადგები ოჯახებიანად გადაგასახლებთ!“
24-01-2019, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, რომ „ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, აშკარად დაიწყო მოსამართლეების დევნა“.

 


„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში იგი ამბობს, რომ გუშინ საღამოს ქუჩაში გამვლელმა, მისთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, „ძალიან აგდებული ტონით“ ჰკითხა გადადგება თუ არა, რაზედაც უპასუხა, რომ არ აპირებდა არსად წასვლას. მისი თქმით, ამის შემდეგ მათ უთხრეს: „ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანად გადაგასახლებთ!“

 


მეთოფიშვილი პასუხიმგებლობას ბესელიას, ფოფხაძეს, გიგაურს, ჯანეზაშვილს, დოლიძეს და სხვა პირებს აკისრებს და აცხადებს, რომ „ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია“.

 


„მე ადრე უკვე ვთქვი, რომ რასაც ბოლო პერიოდში პოლიტიზებული ეკა გიგაური, ასევე პოლიტიზებულ სულხან სალაძესთან, ანა დოლიძესთან, ნაზიბროლა ჯანეზაშვილთან, ასევე, რამდენიმე სხვა პოლიტიზებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!

 


თუმცა, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, აშკარად დაიწყო მოსამართლეების დევნა, ამასთან, ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით! ასე მაგალითად, გედევან ფოფხაძემ გუშინ დაჭერით დაემუქრა მოსამართლეებს!

 


მანამდე ზემოთ მითითებული პირები ითხოვდნენ, რომ სასამართლოში უნდა განხორციელდეს წმენდა! ითხოვდნენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს! ითხოვდნენ კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას! ითხოვდნენ საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას და ა.შ..

 


რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში პოლიტიზებული NGO-ს წარმომადგენლები და ბესელიასნაირი პოლიტიკოსები თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ზეწოლით ე.წ. „კლანის წევრი“ მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (სულ, დაახლოებით 25 მოსამართლე) გაგდებულ უნდა იქნენ სასამართლო სისტემიდან! (გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ სიტყვებზე - „საზოგადოების ზეწოლით“!!!)

 


გუშინ საღამოს ქუჩაში გამვლელმა ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალიან აგდებული ტონით მკითხეს გადავდგები თუ არა, რაზედაც ვუპასუხე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას. ამის შემდეგ მითხრეს: „ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანად გადაგასახლებთ!“

 


მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო:

 


1. ასეთი მუქარებით ვერავინ ვერ შემაშინებს! გადადგომას და არსად წასვლას არ ვაპირებ!

 


2. ამ მუქარის ფაქტზე და ასევე, ჩემსა და სხვა მოსამართლეების და მათი ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება:

 


- ეკა გიგაურს;

 


- სულხან სალაძეს;

 


- გიორგი მშვენიერაძეს;

 


- სოფო ვერძეულს;

 


- ანა დოლიძეს;

 


- ნაზიბროლა ჯანეზაშვილს;

 


- ეკა ბესელიას;

 


- ლევან გოგოჩაიშვილს;

 


- გედევან ფოფხაძეს;

 


- ლევან კობერიძეს;

 


- დავით ჭიჭინაძეს;

 


- გია ხუხაშვილს;

 


3. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ...

 


მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას!

 


მინდა მივმართო ჩვენ საეართაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! მინდა მივმართო საღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს!

 


ბატონებო და ქალბატონებო!

 


ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია!!!

 


უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მისამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!!

 


ნუ ხართ ამ უკანონობის და უპასუხისმგებლობის პასიური მაყურებლის როლში!!!

 


რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ???“ - წერს სერგო მეთოფიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი