ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი
24-01-2019, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი სხდომაზე იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი და მმართველი გუნდიდან ვინმეს გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა. 

 

 

„ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ იგ არ დაზოგავს არც პირად დროს და არც პირად ენერგიას იმისათვის, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. ის იქცეოდა დღეს, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი და ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, ვინც კი ამ საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამდა. მეც ვერ შევძელი საკუთარი აზრის გამოთქმა იმიტომ, რომ ჩემს წინ ბევრი იყო ჩაწერილი, ამიტომაც თვითონ თქვა, რო ხვალაც გავაგრძელოთ ამ საკითხზე მსჯელობა და რამდენი დროც იქნება საჭირო, იმდენი დრო დავხარჯოთ ამ საკითხზე.

 


ჩვენ თვალწინ იბადება, უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება. ეს ძალიან სერიოზული პროცესია. მოგეხსენებათ, მე-9 მოწვევის პარლამენტი გვყავს და საზოგადოებაში კიდევ არის კითხვები დემოკრატიასთან მიმართებაში. სასამართლო ხელისუფლება, უზენაესი სასამართლოს ხელისუფლება ახლა იბადება იმ თვალსაზრისით, რომ შეირჩეს ახალი წესები, ახალი კრიტერიუმები და ამის საფუძველზე მოხდეს წარდგენა“, აღნიშნა ქუცნაშვილმა და დაამატა:

 

 

„დისკუსია ძირითადად წარიმართა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი