კარგი და საჭირო შეხვედრა იყო; იყო შესაძლებლობა აზრის სრულად გამოთქმის და ეს დამსახურება იყო პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ამ შეხვედრის მოდერაციას აკეთებდა და აკეთებდა ძალიან კარგად, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც იანვრის პირველ ნახევარში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი გახდა.
„გვქონდა ჩვენ შესაძლებლობა, რამდენიმე ადამიანს - ყველამ ვერ ამოწურა თავისი სათქმელი და ამიტომაც ხვალაც გრძელდება შეხვედრა - გვეთქვა, რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას და მოსამართლეთა შერჩევის საკითხს თუ ა.შ. დღეს ვერ დავასრულეთ ეს საუბარი და რადგან ბევრი გამომსვლელია და შეიძლება რამდენიმე დღეც კი გახდეს საჭირო, რომ შევჯერდეთ საერთო პრინციპზე, ამიტომ ხვალაც გაგრძელდება სხდომა. მე მქონდა საუბრის საშუალება, რომლის შინაარსზეც ბუნებრივია ვერ ვისაუბრებ ახლა, მაგრამ მე არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე. კარგი შესაძლებლობა იყო მიმღეობის და მოსმენის თვალსაზრისით განსხვავებული მოსაზრებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა. მე მაქვს იგივე პოზიცია ამ სიასთან და ამ პროცესთან დაკავშირებით, რაც მქონდა და მე ამ პოზიციას ბუნებრივია, არ შევიცვლი. ჩემთვის პრინციპულია, რომ უზენაეს სასამართლოში განწესდნენ მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ ძალიან მაღალი სტანდარტი პროფესიული ეთიკის, მორალის, წარსულის და არ უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან და პროცესი პარლამენტში უნდა გადმოვიდეს“, განაცხადა ბესელიამ და დაამატა:
„პარტიის თავმჯდომარეს აქვს მზაობა, რომ პროცესი წარიმართოს მშვიდად, ერთმანეთთან დებატების გარეშე, დაძაბულობის გარეშე, ძალიან ცდილობდა დღეს და მე მართლა მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, ეს არი იყო ადვილი ამ პროცესის მედიაცია, მაგრამ ძალიან კარგად უძღვებოდა ის ამ პროცესს, როგორც ლიდერი და მისი მზაობაა და მისი პოზიციაა, რომ მოვნახოთ კონსნენსუსი შიგნით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.