[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
საფრანგეთის დედაქალაქში 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 22 წლის ქართველმა ძიუდიოსტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ძალიან მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში ფრანგი მეტოქე ლუის პიეტრი დაამარცხა.
ჭრიკიშვილმა ფინალამდე ჰოლანდიელი, ფრანგი, იაპონელი და სამხრეთკორეელი მეტოქეები ჩამოიშორა, საჩემპიონო ბრძოლა კი საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ფრანგ ლუის პიეტრის ვაზარით მოუგო. მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 81 კილოგრამში საუკეთესოა. გრანდ სლემის ჩემპიონობით ავთანდილ ჭრიკიშვილმა 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და კონკურენტებთან უპირატესობაც კიდევ უფრო გაზარდა.
საფრანგეთი აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებას 1971 წლის შემდგომ მასპინძლობს. მართალია ძიუდოს ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ტედი რინერმა ტრამვების ბოლომდე განუკურნებლობის გამო ასპარეზობაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ღონისძიებაში ბევრი სხვა ნიჭიერი სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ როცა მთელი ყურადღება სოჭის ოლიმპიადაზეა მიპყრობილი, სპორტის ამ სახეობის მოასპარეზეთა მთელი ყურადღება 2014 წლის ზაფხულის თამაშებისაკენაა მიმართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.