“პოზიცია” ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საზღვართან” არსებულ მდგომარეობას “სააკაშვილის უგუნურ პოლიტიკას” უკავშირებს
18-07-2015, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” მიიჩნევს, რომ ის მდგომარეობა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სადემარკაციო ხაზის გავლებით არის შექმნილი, პირდაპირ კავშირშია მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა ისაუბრა.

 

 

„პოზიციას“ მიაჩნია, რომ ის მდგომარეობა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სადემარკაციო ხაზის გავლებით არის შექმნილი, პირდაპირ კავშირშია წინა ხელისუფლების და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ უგუნურ პოლიტიკასთან, რადგანაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი თვით რუსეთის ფერედერაციის მიერაც კი აღიარებული იყო საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილებად, ხოლო სააკაშვილის პროვოკაციული და გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, რაც 2008 წლის აგვისტოს ომში გადაიზარდა, დღეს სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული ორი ძირძველი ქართული რეგიონის არსებობა”, – განაცხადა ადამაშვილმა.

 

 

მისივე განმარტებით ოპზიციური პარტიის მხრიდან დღეს აღნიშნულ თემაზე საუბარი პროვოკაციულია. “ის, რა აჟიოტაჟიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ შექმნილი აღნიშნული თემის გარშემო, პირდაპირ ასხამს წყალს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე და აშკარა პროვოკაციის სუნი ასდის.

 

 

გვინდა შევახსენოთ ანდრო ბარნოვს და სხვებს, რომ საზოგადოებამ და პირველ რიგში, სამაჩაბლოს, დიდი ლიახვის ხეობის სოფლების, შიდა ქართლის და ახალგორის რაიონის მოსახლეობამ ძალიან მწარედ, ზოგიერთმა ოჯახმა ადამიანური მსხვერპლის გაღებითაც კი, ერთხელ უკვე იწვნია „ნაცმოძრაობის“ „ბრძნული“ პოლიტიკის შედეგები, რამაც, რაც ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, მამა-პაპისეულ ფუძეს ათასობით ოჯახი მოსწყვიტა და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქცია”, – მიიჩნევს ადამაშვილი.

 

 

ამასთან, „პოზიცია“ ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ „ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღმნიშვნელი ბანერების შუაგულ ქართლში აღმართვა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები, რაც არა პრობლემების მოგვარებას, არამედ დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება. ის, რომ სამშვიდობო ფორმატს ალტერნიტავა არ აქვს, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გაეროს გენერალურმა მდივანმა მისი, ყველა მხარისადმი მოწოდებით, რომ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება პროვოკაციულად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში და ვითარების განმუხტვის მიზნით, იგი მხარეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის გამოყენებას ურჩევს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი