გეგა გეგეშიძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაც შეუნარჩუნა.
დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. ბრალდების მხარის მოთხოვნა ასევე გეგეშიძის თანამდებობიდან ჩამოშორებაც იყო, რაც არ დაკმაყოფილდა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.