საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავარ აღმასრულებელს აბდულა აბდულაჰს შეხვდა.
საუბრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პოზიტიურ როლს.
ავღანეთის მთავარმა აღმასრულებელმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე და ხაზი გაუსვეს “ლაპის ლაზულის”, როგორც წარმატებული პროექტის როლსა და მნიშვნელობას.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.