შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება არ ემუქრება. მინისტრის თქმით, ქვეყანას არათუ ზემოხსენებული საფრთხე ემუქრება, არამედ ის ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის მიმართ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
„ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან სერიოზული და მკაფიო მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ემუქრება ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე. ბოლო ანგარიშში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მისიის მხრიდან, არანაირი მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს ემუქრება რაიმე სახის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება არ არსებობს. უფრო მეტიც, იქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო ზედმიწევნით კარგად ასრულებს ევროკომისიისა და ევროკავშირის ყველა მითითებას“, განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების ყველა წუხილს და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ რათა გატარდეს პრევენციული ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ თანამოქალაქეთა უკანონო გადინების წინააღმდეგ. დავით ზანკალიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც შიდა ისე საერთაშორისო არენაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, იგივე კომუნიკაციის სტრატეგია საზოგადოებასთან და უკეთ ახსნა, რომ თავშესაფრის მიკუთვნებასთან დაკავშირებით არცერთი მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრმა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების რიგში. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი ქმედებების დაგეგმვის თვალსაზრისით და რაც მთავარია საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით პარლამენტთან ერთად საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს რომ მოვახდინოთ იმ ადამიანების, უკანონოდ გადინების აღმოფხვრა, რომლებიც სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერად იყენებენ იმ დიდ მონაპოვარს, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან უფრთხილდება ვიზა-ლიბერალიზაციის შეთანხმებას, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ „მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპასთან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.