რუსეთმა დაგმო უცხოეთის სახელმწიფოთა მხარდაჭერა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოსადმი, რომელმაც საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და აღნიშნულს „ძალაუფლების უზურპაციის“ მცდელობა უწოდა.
მოსკოვმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და ეს „პირდაპირ სისხლისღვრისკენ მიმავალი გზაა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გუაიდოს მიერ საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადება „პირდაპირი გზაა უკანონობისა და სისხლისღვრისკენ“ და „მხოლოდ ვენესუელელებს აქვთ უფლება განსაზღვრონ თავიანთი მომავალი. დესტრუქციული გარე ჩარევა, განსაკუთრებით ამჟამიმდნელ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში, მიუღებელია“.
რუსეთმა ასევე გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი სამხედრო ჩარევა გაზრდის „ავანტურას, რაც კატასტროფული შედეგების საფრთხის შემცველია“.
ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად ოთხშაბათს გამოაცხადა და მისი ეს ნაბიჯი შეერთებულმა შტატებმა და სხვა რამდენიმე სახლმწიფომ ცნო. პრეზიდენტმა მადურომ, რომელიც ქვეყნის მოსახლოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერას ინარჩუნებს, ვაშინგტონის საპასუხოდ შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
მადურო პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. იგი მეორე ვადით განაგრძობს პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას მას შემდეგ, რაც 2018 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიციამ ეს არ ცნო და არჩევნების მასობრივი გაყალბების შესახებ განაცხადა. მადუროს ინაუგურაცია მიმდინარე წლის იანვრის პირველ ნახევარში გაიმართა.
გუაიდო ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ხელმძღვანელია. მან განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მუხლები უფლებას აძლევს დროებით ხელში აიღოს ძალაუფლება, რადგან მისი შეფასებით, მადუროს არჩევნები და მაშასადამე, პრეზიდენტობა, იურიდიულად ძალადაკარგულია. მან აღთქმა დადო, რომ უხელმძღვანელებს გარდამავალ მთავრობას და ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.