საქართველოსა და პოლონეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მამუკა ბახტაძემ და მატეუშ მორავიეცკიმ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მოქმედი პარტნიორობის ფორმატის “თბილისის ფორუმის” ფარგლებში თანამშრომლობის მაღალ დონეს და აღნიშნეს, რომ მიღწეული შედეგები იძლევა საშუალებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდეს.
ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონელ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.