ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ამნისტიის საკითხს განიხილავს. თუკი იგი დათმობს ძალაუფლებას.
გუაიდომ, რომელმაც ოთხთშაბათს საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ინტერვიუში თქვა, რომ იგი კრიზისის დასასრულებლად ყველა სექტორთან, მათ შორის სამხედროებთანაც ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას.
მადუროს, რომელიც ქვეყნის სათავეში 2013 წლიდან იმყოფება და გასული წლის მაისში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და რომლის ინაუგურაციაც იანვრის პირველ ნახევარში შედგა, შეერთებულმა შტატებმა შემოსავლების ნაკადები დაუბლოკა. მან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა აშშ-სთან და პოსტის დათმობას არ აპირებს.
მადურო ამ დრომდე ინარჩუნებს სამხედროების და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერას, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება დაყოფილია იმის თაობაზე, ცნოს თუ არა მისი მთავრობა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ათეულზე მეტმა ლათინური ამერიკის ქვეყანამ მხარი დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს დაუჭირა.
მაგრამ რუსეთმა გუაიდოსადმი უცხო სახელმწიფოების მხარდაჭერა დაგმო და განაცხადა, რომ ამით საერთაშორისო კანონი დაირღვა და ეს „პირდაპირი გზა იყო სისხლისღვრისაკენ“. მადუროს ასევე მხარს უჭერს ჩინეთი, მექსიკა და თურქეთი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნულ საკითხზე შაბათისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.