ირაკლი ღარიბაშვილი: ეს პოლიციელი, ბარნოვისა და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში
18-07-2015, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარის ანდრო ბარნოვის პოლიციელებთან დაპირისპირების ფაქტს "პროვოკაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ ბარნოვის მიერ შეურაცხოფილი პოლიციელი, "ბარნოვისაგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში".

 

 

"ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს. ეს არის საფრთხილო საქმე და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, მომდინარეს არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვნახეთ სადისტი სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე, ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს. მე მივმართავ პოლიციელებს ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ აღკვეთონ. პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი მუნდირი და ღირსება. ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 


რაც შეეხება უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს საზღვრები არის საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და იგი არ გადაიხედება.

 

 

"არსებობს საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრები და ეს საზღვრები არ გადაიხედება, ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასდროს. საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს, შევალთ აფხაზეთში და ოსეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ვიცხოვრებთ მშვიდად, ეს არის ისტორიული კანონზომიერება, რასაც მივაღწევთ ჩვენი კონსტრუქციული, მშვიდობიანი პოლიტიკით,"-აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი