კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება და ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება
25-01-2019, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ.

 


„ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. მინდა მივულოცო თბილისს და თბილისელებს. ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველივე დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ რიგით თბილისელებს, რიგით ადამიანებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე და გვიცხადებდა მაქსიმალურ მხარდაჭერას და თანადგომას. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ინვესტორს, რომ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და შეთანხმება იქნა მიღწეული“, განაცხადა კახა კალაძემ და განმარტა, რომ ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის და ინვესტორსა და მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომ მოხდება ადგილმონაცვლეობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი