„ქართული ოცნება“ პარლამენტში 2020 წლის ჩათვლით, არჩევნებამდე შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას“, უთხრა მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის დაწყებამდე.
„გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული. რა თქმა უნდა, უთანხმოება არსებობდა ამ საკითხთან [მოსამართლეების საკითხი] დაკავშირებით, მაგრამ... პროცესი არის სამუშაო კალაპოტში და ყველას ექნება დღესაც შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიციები შეაჯეროს.
არანაირი დაშლა არ მოხდება. „ქართული ოცნება“ პარლამენტში 2020 წლის ჩათვლით, არჩევნებამდე შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას და შემდეგ არჩევნებზეც გამოვალთ ძალიან ძლიერი პოზიციებით“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.