„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს, რადგან, როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილმა და შალელაშვილმა ჰაკერული გზებით, მსოფლიო ბანკებიდან მილიარდობით დოლარი მოიპოვეს და „ეს თანხები გადაირიცხა ვირჯინიასა და მარშალის კუნძულებზე, ივანიშვილის საიდუმლო კომპანიათა ანგარიშებზე“.
„ვიდრე მმართველი პარტია ქურდულ შეკრებას ატარებს ოლიგარქთან, საქართველო გახდა შავი ფულის გასარეცხი უზარმაზარი პოლიგონი. ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვნი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას, რა მიზნითაც მოსკოვიდან ჩამოიყვანა კრიმინალი შოთა შალელაშვილი. რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ამ ჯგუფმა, მარტო „მორგანის“ ბანკიდან მოხსნა ნახევარი მილიარდი დოლარი. ამას დაამატეს მილიარდნახევარი სხვაგან მოხსნილი დოლარები, შემოიტანეს საქართველოში, რომელიც გაათეთრეს, გლდანში არსებული ბიტკოინების საწარმოს და ბიტკო-ფიურის მეშვეობით, რომელიც თანაინვესტირების ივანიშვილისეულ ფონდთან მოღვაწეობს და ქვეყნიდან გააქვს უზარმაზარი სავალუტო სიმდიდრე და მთელი ეს თანხები დარჩა არა საქართველოში, არამედ გადაირიცხა ვირჯინიასა და მარშალის კუნძულებზე, ივანიშვილის საიდუმლო კომპანიათა ანგარიშებზე.
ჩვენ ვთხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება ყაჩაღ შალელაშვილის და ასევე რა თქმა უნდა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ჰაკერიზმის ამ უპრეცედენტო ფაქტზე“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.