შოთა ხაბარელი: ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა შერიგდნენ, დათუნაშვილთან უნდა მოხდეს დალაპარაკება, მისი საქართველოდან წასვლა დაუშვებელია, რადგან ჩვენ დასაკარგი სპორტსმენები არ გვყავს
25-01-2019, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა შერიგდნენ, დათუნაშვილთან უნდა მოხდეს დალაპარაკება, მისი საქართველოდან წასვლა დაუშვებელია, რადგან ჩვენ დასაკარგი სპორტსმენები არ გვყავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


მან აღნიშნა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და „არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის“.

 


„ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი. ახლა მთავარია, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, მოხდეს შერიგება, თუნდაც დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია იმიტომ, რომ ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენების შერიგება უნდა მოხდეს, რადგან ჩვენ დასაკარგი სპორტსმენები არ გვყავს და მით უმეტეს ასეთი სპორტსმენის გადინება საქართველოდან დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს. რამეთუ ახლოს არის ოლიმპიური თამაშები და ეს უნდა იყოს მთელი საქართველოს ინტერესი“, განაცხადა შოთა ხაბარელმა და დასძინა, რომ გეგა გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენის საკითხზე ჭიდაობის ფედერაცია იმსჯელებს.

 

„როგორც ვიცი, ჭიდაობის პრეზიდიუმის სხდომა იქნება და ამ საკითხის გარჩევა პრეზიდიუმზე მოხდება. გეგეშიძე უნდა დარჩეს თუ არა, ეს პრეზიდიუმის პრეროგატივაა. დაველოდოთ, დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ეს საკითხი გადაწყდება. სპორტის სამინისტრო ამ საკითხში აუცილებლად უნდა ჩაერთოს, რადგან პოლიტიკას სამინისტრო განსაზღვრავს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დარეგულირდება. საჭიროა უფრო მჭიდრო ურთიერთობა, მოლაპარაკება, რომ ეს გამოვრიცხოთ და დათუნაშვილის საქართველოდან წასვლა არ მოხდეს.

 


გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ჯერ არ დამთავრებულა და გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, აღნიშნა ხაბარელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი