წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
"ბალნეოლოგიური ცენტრი უნიკალურია წყალტუბოსთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ბადრი კაკაბაძეს და მის ოჯახს. პროექტში დაიხარჯა 5 მილიონი ლარი. ცენტრი აშენდა ქართული სამშენებლო მასალებით და აქ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. წყალტუბო არის უნიკალური, ის იბრუნებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რომელიც მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა მინიჭებული,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი დღეში 300-500 პაციენტს მოემსახურება. პაციენტები მიიღებენ კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას. ცენტრში ტრადიციული ბალნეოლოგიური პროცედურების გარდა, იფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური კაბინეტი, სადაც მოხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა უახლესი იტალიური წარმოების დინამიური ტალღის აპარატით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.