FBI-მ დააპატიმრა ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე და საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი
25-01-2019, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე და საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩეველი, როჯერ სტოუნი ფლორიდაში დააპატიმრეს იგი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის

გამოძიების ფარგლებში იქნა ბრალდებული.

 

 

საბრალდებო ოქმი ოფიციალური სამართალწარმოებისთვის ხელის შეშლას, მცდარ განცხადებებს და მოწმის მოსყიდვას მოიცავს.

 

 

სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფი რუსეთსა და ტრამპის კამპანიას შორის სავარაუდო საიდუმლო შეთანხმებას იძიებს.

 


2016 წელს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ რუსეთმა სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით კიბერ თავდასხმები განახორციელა ჰილარი კლინტონის და „დემოკრატიული პარტიის“ მაღალი რანგის პირების პერსონალურ კომპიუტერებზე და ელექტრონულ წერილებზე, სოციალურ მედიაში კი ყალბი ახალი ამბები გაავრცელა იმ მიზნით, რომ არჩევნების შედეგები ტრამპის სასარგებლოდ დასრულებულიყო.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა მიულერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. რუსეთი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას.

 


ჯერჯერობით მიულერის გამოძიებამ ბრალი წაუყენა ორ ათეულზე მეტ რუსს, ისევე როგორც რამდენიმე იმ პირს, რომელიც უშუალოდ ტრამპთან კავშირში იმყოფებოდა, მათ შორის ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს და ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ თავმჯდომარეს, პოლ მანაფორტს.

 


სტოუნი გამთენიისას დააკავეს და სასამართლოზე პარასკევს, მოგვიანებით წარსდგება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი