დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაჟინებით მოუწოდა ადამიანებს „გამონახონ საერთო ენა“ და პატივი სცენ „განსხვავებულ აზრებს“. ამის შესახებ მან განაცხადა ნორფოლკში, ქალთა ინსტიტუტის სანდრინგემის ფილიალში, რომელსაც ყოველ ზამთარს სტუმრობს.
კომენტატორები აცხადებენ, რომ დეოდოფლის კომენტარი „ბრექსიტის“ დებატების კონტექსტში იქნება აღქმული იმ ფონზე, როცა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით თემთა პალატა მომავალ კვირას კვლავ კენჭისყრას მართავს.
დეპუტატებმა უარი უთხრეს ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას გასულ კვირას და თუკი „ბრექსიტის“ გარიგება პარლამენტში ამჯერადაც ჩავარდა, დიდი ბრიტანეთი მართალია, ევროკავშირს 29 მარტს მაინც დატოვებს, მაგრამ შეთანხმების გარეშე.
BBC-ის სამეფო კორესპონდენტმა ნიკოლას უიტჩელმა განაცხადა, რომ ძალიან მცირე დაეჭვების საგანს წარმოადგენს ის, რომ დედოფლის ეს კომენტარი „გზავნილი“ იყო.
„შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ სახელმწიფოს მეთაურმა სიტყვების ამგვარი კონსტრუქცია ისე გამოიყენოს, რომ არ ჰქონდეს შეფასებული ის, რომ ეს სიტყვები ამჟამინდელი პოლიტიკური დებატების დასახასიათებლად იქნება აღქმული“, განაცხადა მან.
ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ დედოფლის კომენტარებში „უზარმაზარი სიბრძნე“ იკითხება.
მან „რადიო 4“-ს უთხრა: „მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე მცირედადაც კი შეიძლება გაკვირვებულიყო იმით, რომ ასეთ ურთიერთდაპირისპირების პირობებში, დედოფალი მხარს უჭერდეს იმას, რომ ჩვენ უნდა ვეძიოთ კომპრომისი, უნდა მოვძებნოთ საერთო ენა და უნდა მოვძებნოთ გზა მომავლისკენ“.
დედოფალი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც შეაქეს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრმა მათ ჰანკოკმა და შრომისა და პენსიების მინისტრმა ამბერ რუდმა, რომელმაც დედოფლის სიტყვებს „ბრძნული სიტყვები“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.