საბერძნეთის პარლამენტმა მეზობელი ჩრდილო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის 27-წლიანი კამათი დაასრულა.
დეპუტატებმა 156 ხმით 146-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ფართო ფენებში ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური განწყობაა.
ხუთშაბათ ღამით ათასობით დემონსტრანტი იყო შეკრებილი პარლამენტის შენობის გარეთ.
1991 წლიდან, მას შემდეგ რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბერძნეთი უარს ამბობდა მაკედონიის სახელზე, რადგან მასაც ამავე სახელწოდების რეგიონი აქვს.
აღნიშნული შეთანხმების ყველაზე მძლავრი მოწინააღმდეგეები ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონში, მაკედონიაში არიან, მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ ბერძნების უმრავლესობას, 60%-ზე მეტს არ მოსწონს ეს.
პარლამენტში დებატები 38 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში 200-ზე მეტმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.
ულტრა-მემრჯვენე „ოქროს გარიჟრაჟის პარტიის“ წევრები კენჭისყრისას გაჰყვიროდნენ: „მოღალატეები!“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.