იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა დეტალურად ისაუბრა 2019 წელს რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადებზე.

„ჩემი მოთხოვნა არის როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების ასევე, სამშენებლო კომპანიების მიმართ, რომ ტენდერების მოგების შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებას. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ვადები და ყველა სამშენებლო კომპანიამ ობიექტები უნდა დაასრულოს მოცემულ პერიოდში, რათა მოსახლეობას დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო დისკომფორტი არ შეექმნას. ჩვენ თითოეულ კომპანიას მოგეცით საშუალება გქონდეთ წარმოდგენა რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი რეგიონში. შეგიძლიათ გააკეთოთ სწორი ანალიზი და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიიღოთ მონაწილეობა ტენდერებში“, უთხრა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შავლეგო ტაბატაძემ.
2018 წელს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 157 625 222 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს ამ კუთხით იმერეთისთვის 330 595 589 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.