საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.
პრეზიდენტი ულოცავს თბილისელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და მადლობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის", ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.