ფრენები შეჩერდა ნიუ იორკის „ლაგუარდიას“ აეროპორტის მიმართულებით, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომელთა ნაკლებობითაა გამოწვეული, განაცხადა შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო სამსახურმა.
თანამშრომელთა ნაკლებობა აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივი დახურვითაა განპირობებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტროლიორები ამჟამად ხელფასის გარეშე მუშაობენ.
ფრენები ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე შეჩერდა.
აეროპორტს ყოველწლიურად 30 მილიონი მგზავრი იყენებს.
საჰაერო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკების თაობაზე მკაცრი გაფრთხილება გააკეთეს.
22 დეკმებრის შემდეგ, უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, აშშ-ის მთავრობა ნაწილობრივ დახურულია - მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი დახურვა შეერთებული შტატების ისტორიაში - და ფედერალური სამთავრობო უწყებების 800 000-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდაა დარჩენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.