თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფრაგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.
მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩატარდა.
შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს:
სოფ. საზანო-ჩუბინიძეების უბანში (დუქნები) გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა;
სოფ. დელტასუბანი-ფართლაძეების უბანში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;
სოფ. შიმშილაქედი-გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარის მოწყობა (არსებული გზის გაგრძელება);
სოფ. სკანდე-სპორტული მინი-მოედნის მოწყობა;
სოფ. ჩიხორი-სასაფლაომდე მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა;
სოფ. მუჯირეთი-საუბნო გზაზე ინერტული მასალის შეტანა და ცხაურების მოწყობა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.
მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრები სამშაბათს, 29 იანვარს ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.