წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტში მომხდარი აფეთქების მიზეზი გახდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რაც თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აფეთქების შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება ორმა ადამიანმა მიიღო.
„26 იანვარს ქალაქ წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტზე აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა, რაც თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, რომელიც აცხადებს, რომ დაშავებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილისაკენ.
ს.ს „სოკარ ჯორჯია გაზის'' წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის, ბაკურ ბალანჩივაძის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტზე გამოძახება დღეს დილის 9:30 საათზე მოხდა. მისივე თქმით, ობიექტი 19 იანვარს იქნა შემოწმებული, შედგენილია ოქმი, რომლის შესაბამისად ობიექტის მეპატრონეს, მიეცა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.
მოხდარ ფაქტზე დაიწყო საგამომძიებლო მოქმედებები", აღნიშნულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.