ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
26-01-2019, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე გუშინ, 25 იანვარს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

 

„მინდა ხარაგაულის მოსახლეობას უფრო ვრცლად განვუმარტო გუშინდელი შეხვედრის შესახებ.

 


25 იანვარს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორი, მერებს და იმერეთის რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 


ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასეთი ფორმატის შეხვედრები და აქტიური დიალოგი მშენებელ კომპანიებთან არის სწორი ფორმა, რომელიც აპრობირებულია მაღალგანვითარებად ქვეყნებში და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი კი, პროექტების ვადების დაცვითა და მაღალი ხარისხით შესრულების საწინდარია.

 


მხარის რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ დეტალურად მოისმინა იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია. რასაც ასევე, დეტალურად გაეცვნენ მშენებლები.

 


მინდა გითხრათ, მხარის რწმუნებულის შეფასებით, ამ მხრივ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კარგი მდგომარეობაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ, 15 ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 670 000 ლარი გამოიყო, სამშენებლო ტენდერები უკვე გამოცხადებული გვაქვს.

 


აღსანიშნავია, რომ ველოდებით დაფინანსების მეორე ლოტს, რისთვისაც 6 პროექტი უკვე მზადაა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიძინოს დამატებით პროექტები, რათა არ დავკარგოთ დრო და გაზაფხულიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხარაგაულში აქტიურ ფაზაში შევიდეს.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, 2018 წელს დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რის შესახებაც მხარის გუბერნატორმა მშენებელ კომპანიებს პროექტების მოკლე ვადებში დასრულებისკენ მიუთითა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხელშეკრულებები შეუწყდებათ.

 


პირადად მქონდა ასევე, შეხვედრა ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღე პირობა, რომ მარტის თვეში, მუნიციპალიტეტში, ამჟამად მიმდინარე პროექტები დასრულებული იქნება.

 


მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არსებული პრობლემების გამო, მერია თითს არ იშვერს არც ერთი უწყებისკენ, როგორც ამის შესახებ აპელირებენ. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე და არსებულ ხარვეზებზე, რაზეც მერიასთან ერთად, თავის წილი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც საკრებულოს ასევე სახელმწიფოს.

 


მთავარი არის ერთი, 2 წელიწადში ჩვენ მივიღეთ 50-ზე მეტ სოფელში მოწესრიგებული სოფლის ცენტრალური გზა და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ პროექტი „გზა ყველა სოფელს“ წარმატებით ხორციელდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი