მე დღეს დავრწმუნდი, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი, განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე.
ჯანეზაშვილის აღნიშნულ განცხადებას ხმაური მოჰყვა.
„როცა ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვისაუბროთ კონსტრუქციულად, თუ თქვენ არ მოგწონთ რაიმე კონკრეტული განცხადებები, მითხარით. მაგრამ მე დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი, ნამდვილად დავრწმუნდი ამაში - ნუ მიწყენთ, მაგრამ როცა ყველა ადამიანი გამოდის და ერთი და იგივე რამეს ამბობს, ეს არის კლანი, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი... მაინც ვიტოვებ დღეს იმედს, რომ დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც არ საუბრობდნენ და დღეს არ უსაუბრიათ, მათ აქვთ განსხვავებული აზრი და დააფიქსირებენ ამ განსხვავებულ აზრს", მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.