მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სასამართლო სისტემაში კლანის არსებობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი გამოეხმაურა.
„პარლამენტის ინიციატივით შექმნილ სამუშო ჯგუფში წარვადგინე კანონპროექტი, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ეთიკური ვალდებულებების დადგენას ითვალისწინებს. ისევე როგორც მოსამართლეებს გვახსენებენ, რომ უფლება არ გაქვს თავი დავიცვათ პირდაპირი ლანძღვისგან, თუ საბჭოს ყველა წევრს ერთნაირი უფლებები გვაქვს, მაშინ ვალდებულებებიც გვქონდეს ერთნაირი. როდესაც ერთი არამოსამართლე წევრი 279 მოსამართლეს ეუბნება, რომ ისინი კლანს წარმოადგენენ, ამის საწინააღმდეგოდ დაწესდეს რეგულაციები და დამრღვევს დაეკისროს სანქციები", განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.