ლევან მურუსიძე: საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ ეს არის კლანი, დღეს საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს
26-01-2019, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ ეს არის კლანი, დღეს საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს", განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დასრულების შემდეგ. 

 

 

როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოსამართლეების განცხადებების შემდეგ, ცხადი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა არ არსებობს.

 

 

„რეალურად დღეს გამოდიოდნენ მოსამართლეები, რომლებიც საერთოდ არ გამოსულან კონფერენციებზე, ფაქტობრივად, ყველა ახალი სახე იყო, რომლებმაც დააფიქსირეს ერთი პოზიცია - მთლიანად სასამართლო კორპუსი იმ ფასეულობების გარშემო, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა, არის ერთ აზრზე. აქედან გამომდინარე, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კლანი, დღეს საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს", უთხრა მურუსიძემ ჟურნალისტებს.

 

 

სასამართლო სისტემაში კლანის არსებობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი