დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანურ მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ქართულ მხარესთან თანამშრომლობის კუთხით და მეტიც, მათი მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„შეხვედრაზე პოზიტიურად იქნა შეფასებული ის ქმედებები, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით გადაიდგა ქართული მხარის მიერ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა რეადმისიის ვალდებულებების შესრულების მხრივ. შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს ერთობლივი გეგმები და მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის კუთხით არანაირი პრეტენზია ესპანურ მხარეს არ გამოუთქვამს, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას და ის მონაპოვარი, რაც გაგვაჩნია უვიზო მიმოსვლის სახით, იქნება შენარჩუნებული და გაფრთხილებული, რადგან ამას აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო უფრთხილდება“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანეთის შს მინისტრთან შეხვედრის შეფასებისას. მისი თქმით, ამ საკითხებზე საქართველო ასევე აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრს ყველა ქვეყანასთან.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, დავით ზალკალიანის ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში, რასაც ესპანეთის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე მოინახულებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ სტენდს და შეხვედრას გამართავს ადგილობრივ დიასპორასთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.