მურუსიძეს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს - „მე ამ ქვეყანაში ხომ უნდა ვიცხოვრო? მე თუ ის ლაქა მექნა მოკრული, რომ გირგვლიანის ამბავში თურმე მე ვარ დამნაშავე და არ ყოფილა არავინ სხვა, აი, ეს არის მძიმე ჩემთვის“
27-01-2019, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობის პარალელურად შენობის გარეთ საპროტესტო აქცია იმართება.

 


შეხვედრაზე იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ახლახან სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნული ლევან მურუსიძე, რომელიც აქციის მონაწილეებმა სირცხვილის დერეფანში გაატარეს, მანამდე კი, მურუსიძესა და ირაკლი კაკაბაძეს შორის კამათიც გაიმართა.

 


ირაკლი კაკაბაძე: არ უნდა გადადგე? როგორ შეიძლება ესე რომ გააკეთო? ადამიანურად ვილაპარაკოთ. სანდრო გირგვლიანი მოკლეს...

 


ლევან მურუსიძე: სანდრო გირგვლიანი რომ მოკლეს, მკვლელები, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ციხეში ჩავსვი მე.

 


ირაკლი კაკაბაძე: არ გამოუშვი?

 


ლევან მურუსიძე: არა.

 


ირაკლი კაკაბაძე: ეს სიცრუეა... გულზე ხელი დაიდე და...

 


ლევან მურუსიძე: გულზე ხელს დავიდებ და გეტყვი, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალი ვისაც ედებოდა, ციხეში ჩავსვი მე. გაუნახევრა სასჯელი სააკაშვილმა და გაუშვეს პირობით, ვადამდე, რომელშიც მე მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია.

 


ირაკლი კაკაბაძე: სააკაშვილის დროს რატომ არ გადადექი? რატომ არ გადადექი?

 


ლევან მურუსიძე: მაგაზე... კარგი რააა.

 


ირაკლი კაკაბაძე: სისხლიანის, მკვლელის დროს რატომ არ გადადექი?

 


ლევან მურუსიძე: გეტყვით, რატომ არ გადავდექი. აი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან აქ წარმოდგენილი, აქვთ მათ კლიპი ასეთი: მინდა ვენდო სასამართლოს. ხომ გაქვთ ნანახი ეს ბატონო ირაკლი?

 


ირაკლი კაკაბაძე: მერე?

 


ლევან მურუსიძე: იქ არის ერთი უზენაესი სასამართლოს მოსამრთლე ამერიკაში, გლისბურგი. გაგიგიათ მე მგონი.

 


ამ დროს საუბარში ერთვება ლევან ლორთქიფანიძე და ყვირილით ეუბნება მურუსიძეს: თქვენ როგორ ლაპარაკობთ? კავკასიური ცარცის წრე წაკითხული გაქვთ? აზდაკი თქვენნაირად მოიქცეოდა?... ევროსასამართლომ 5 განაჩენი დაგახიათ თავზე. ხმას როგორ იღებთ? დაანებეთ თავი ამ ქვეყანას. თქვენი არ არის ეს ქვეყანა.

 

 

ლევან მურუსიძე: ვისაუბრო ხომ ადამიანურად, ხომ შეიძლება? - მიუბრუნდა მურუსიძე კაკაბაძეს, ლორთქიფანიძისთვის კი პასუხი არ გაუცია - ესეთი რაღაცა არის, რომ, გლისბურგი იძახის ასეთ რაღაცას.... (ამ დროს მურუსიძეს ისევ აწყვეტინებს საუბარს ლევან ლორთქიფანიძე)... მაშინ რა ვქნა, დავჯდეთ და სხვა დროს ვილაპარაკოთ... სანდრო რომ მოლეს, იმის მკვლელები მე ჩავსვი ციხეში. მე ჩავსვი, 7 წელი მივუსაჯე.

 


ირაკლი კაკაბაძე: გამოუშვი ციხიდან.

 


ლევან მურუსიძე: არ გამომიშვია. მე არ გამომიშვია.

 


ირაკლი კაკაბაძე: ახლა, როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი?

 


ლევან მურუსიძე: 7 წელი მივუსაჯე, 7 წელი მივუსაჯე.

 


ირაკლი კაკაბაძე: ჩემიამ თითქოს ჩასვა...

 


ლევან მურუსიძე: 7 წელი მივუსაჯე. იცი, რატომ იყო ცოტა? პროკურატურამ არ მოითხოვა მეტი...

 


ირაკლი კაკაბაძე: გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანი გადადგეს და თქვაა, მე აღარ მინდა ამ უსამართლობაში...

 


ლევან მურუსიძე: იცით, როგორ შეიძლება? თუ საზოგადოება იმას იტყვის, რომ რეალურად სიმართლე გაირკვევა, რომ.. მე ამ ქვეყანაში ხომ უნდა ვიცხოვრო? მე თუ ის ლაქა მექნა მოკრული რეალურად რომ გირგვლიანის ამბავში თურმე მე ვარ დამნაშავე და არ ყოფილა არავინ სხვა, აი, ეს არის მძიმე ჩემთვის, თორემ...

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი