საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს კონგრესმენებთან, მათ შორის, კონგრესის ახლადარჩეულ წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ პრაისთან.
შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენ ტვინინგთან, საერთაშორისო ორგანიზაციის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტ კარლ გერშმანთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ხელმძღვანელობასთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციულ თანაშემწესთან ბროკ ბირმანთან.
საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობასა და ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაში. ასევე, გაიმართება მრგვალი მაგიდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია შედიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.