ილია მეორე: „წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი; მე მიკვირს, ასეთი ნორჩი, ახალგაზრდა ქალიშვილი როგორ წამოვიდა ასეთ შორეულ ქვეყანაში“
27-01-2019, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.

 


„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს, ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

 


წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი. მე მიკვირს, ჩვენ ყველას გვიკვირს ასეთი ნორჩი, ახალგაზრდა ქალიშვილი როგორ წამოვიდა ასეთ შორეულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით“, ბრძანა პატრიარქმა.

 


ილიე მეორემ აფხაზეთში მოღვაწეობის პერიოდი და ასევე თავისი ოჯახიც გაიხსენა.

 


მინდა, გავიხსენო ჩემი აფხაზეთში ყოფნის პერიოდი. იქ მოღვაწეობდნენ უდაბნოში სასულიერო პირები. ხშირად ჩამოდიოდნენ ქალაქში და მიყვებოდნენ, თუ როგორ მოღვაწეობდნენ უდაბნოში. ერთ მონაზონს ჰქონდა ასეთი ჩვენება, წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო. ეს დღესაც გრძელდება. ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს.

 


მინდა, გავიხსენო ჩემი ოჯახი. ჩვენ სახლში გვქონდა ხატების დიდი კუთხე. იქ აუცილებლად იყო სამი ხატი -საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი. მქონდა ასეთი ჩვენება – მყავდა უფროსი ძმა თეიმურაზი, ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლის. ის გამომეცხადა. ვკითხე, ლოცულობდა თუ არა ჩემთვის, რა თქმა უნდა, ვლოცულობო, ეს ხალხი ყველა ლოცულობსო და მიჩვენა საქართველოს დიდების ხატი. დიდება და მადლობა უფალს წყალობისთვის.

 


ჩემი ძმა, თეიმურაზი როცა გახდა ავად, მე ვიყავი მერვე კლასში. მითხრა, ირაკლი მოდი აქო, მივედი და მითხრა, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთან, წმინდა ნინოაო. შეგვეწიოს წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა“, ბრძანა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი