შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა მადურო, რომ „სერიოზული პასუხი“ გაეცემა ამერიკელი დიპლომატების ან ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოსადმი ნებისმიერ მუქარას
28-01-2019, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ვენესუელა, რომ ამერიკელი დიპლომატების ან ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოსადმი ნებისმიერ მუქარას „მნიშვნელოვანი პასუხი“ გაეცემა.

 


როგორც დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, ნებისმიერი ამგვარი „დაშინება“ იქნებოდა „მძიმე თავდასხმა კანონის უზენაესობაზე“.

 


ვაშინგტონის მაღალი რანგის ოფიციალურ პირის გაფრთხილებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების და კიდევ 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა უმრავლესობის მხრიდან გუაიდოს, როგორც დროებით პრეზიდენტად აღიარება.

 


ამასობაში გუაიდომ ოთხშაბათს და შაბათს ანტი-სამთავრობო პროტესტისკენ მოუწოდა ვენესუელელებს და აშკარაა, რომ პოლიტიკური კრიზისი ნავთობით უმდიდრეს და ეკონომიკურად წელგატეხილ ქვეყანაში ახლა უკიდურესად დაძაბულ ნიშნულს უახლოვდება, რადგან ოპოზიციის უმთავრეს მოთხოვნას - პრეზიდენტმა მადურომ დათმოს ძალაუფება -ეს უკანასკნელი, რომელსაც არმიის და პოლიციის მხარდაჭერა აქვს, არ თანხმდება.

 

 

მადუროს, რომელიც ქვეყნის სათავეში 2013 წლიდან იმყოფება და გასული წლის მაისში სადავო არჩევნებში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და რომლის ინაუგურაციაც იანვრის პირველ ნახევარში შედგა, შეერთებულმა შტატებმა შემოსავლების ნაკადები დაუბლოკა. მან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა აშშ-სთან და პოსტის დათმობას არ აპირებს.

 


ამასობაში, შაბათს, 26 იანვარს, ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გააფრთხილეს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომ თუკი 8 დღეში არჩევნებს არ დანიშნავს, ისინი ოფიციალურად აღიარებენ ოპოზიციას.

 

 

მაგრამ რუსეთმა გუაიდოსადმი უცხო სახელმწიფოების მხარდაჭერა დაგმო და განაცხადა, რომ ამით საერთაშორისო სამართალი დაირღვა და ეს „პირდაპირი გზა იყო სისხლისღვრისაკენ“. მადუროს ასევე მხარს უჭერს ჩინეთი, მექსიკა და თურქეთი.

 

 

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ამნისტიის საკითხს განიხილავს, თუკი იგი დათმობს ძალაუფლებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი