„72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს, 72 საათი“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი ჩართვისას.
მან საქართველოს ხელისუფლება „გიჟებს“ შეადარა და თქვა, რომ საჭიროა მათი „დროზე განეიტრალება, ტრაგედიების, ძალადობის და მსხვერპლის გარეშე“, თუმცა დასძინა, რომ „რაც რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებ შანსს გვიტოვებს ივანიშვილი ამის თავიდან აცილების“.
GUARDIAN.GE გთავაზობთ სააკაშვილისა და „კვირის აქცენტების“ წამყვანების ვრცელი დიალოგის ერთ-ერთი ფრაგმენტის ტექსტურ ნაწილს, სადაც ძირითიდად კითხვებს ნიკა გვარამია სვამს, ხოლო ეკა კვესიტაძე მსმენელის როლში იმყოფება.
ეკა კვესიტაძე: შემოდით მერე, 72 საათითაც და მეტითაც, შემოდით.
ნიკა გვარამია: როგორ, პატიმრობაშია და...
ეკა კვესიტაძე: ანუ, თქვენ ამას ფიქრობთ, რომ ეს გარისკვად ღირს, რომ თქვენ შემოხვიდეთ, ეს არის გარისკვა ხომ? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამით დამთავრდება ივანიშვილის ხელისუფლება, მაშინ რატომ არ რისკავთ, თუ ასეთი დარწმუნებული ხართ?
მიხეილ სააკაშვილი: „იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი საზოგადოების და ოპოზიციის არის მზად, რომ უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში.
ნიკა გვარამია: ბატონო მიშა, ანუ ეს რევოლუციური სცენარია, ახლა რასაც თქვენ აღწერთ?
მიხეილ სააკაშვილი: ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების, იმიტომ რომ ყველა სხვა სცენარი არის ძალადობრივი მათ მიერ ძალადობაზე განხორციელებული... იმ პირობებში, როცა ამ კაცმა არჩევნები მოიპარა; იმ პირობებში როცა დაგვანახა, რომ ყველა შემდგომ არჩევნებაც მოიპარავს; იმ პირობებში, როცა მასობრივად იცლება ქვეყანა, მხოლოდ მასობრივი მობილიზაციით, საერთაშორისო ორგანიზაციების წამოწევით, იმ საშუალების მოცემით, რომ, მე ჩემი თავი გადადებული მაქვს და მე იმ სცენარისთვისაც მზად ვარ, რაც ზვიად გამხურდიას გაუკეთეს ხიბულაში, იმ სცენარისთვისაც მზად ვარ, რაც ვანო მერაბიშვილს, კირკიტაძეს ახალაიას... (აქ ნიკა გვარამია აწყვეტინებს) აქ საუბარი არის შედეგზე ორიენტაციაზე. მე არ მეშინია არც ერთის, არც მეორის, არც მესამის.
ნიკა გვარამია: ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის პირადად. არ მინდა ვიხილო ჩემს მიერ არჩეული მეორე პრეზიდენტი უკვე, ხიბულას სცენარით. ეს მე პირადად არ მომწონს და არა მგონია, ვინმე თქვენი მომხრე ამას გისურვებდეთ. რატომ უნდა გარისკოთ აუცილებლად. შემოხვიდეთ გაურკვევლად, მერე იქ ივანიშვილი ან დაგაპატიმრებთ, ან ვიღაცა გიჟი მოჭიდავეების მეშვეობით კაცმა არ იცის, რას იზამს. რატომ აყენებთ ეგზისტენციალური რისკების წინაშე თქვენ თავს? პოლიტიკური, თუნდაც ძალზე მწვავე პოლიტიკური პროცესების გარეშე თქვენ რომ გარეთ იყოთ და ემიგრაციასთან იმუშაოთ, თქვენმა პარტიამ და სხვა პარტიებმა აქ იმუშაონ და ამ სინერგიამ მოგვცეს ივანიშვილის გადაყენება, მათ შორის მწვავე პოლიტიკური გამოსვლების, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ა.შ. მეშვეობით. აი, ეს ხიბულა რომ ახსენეთ, ჩემთვის ეს გასაგები გახდა, საითკენ მიგყავთ და, საშინლად არ მომწონს ეს. რატომ უნდა გარისკოთ? საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც დამოუკიდებლობა მოუტანა, ხიბულათი დასრულდა, და ახლა თქვენ გვეუბნებით, რომ არსებობს ალბათობა, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტი, უფრო სწორად მესამე რიგითობით, მაგრამ მეორე თავისი მნიშვნელობით, თუ პირველი არა, რომელმაც საქართველო ქვეყანად გადააქცია, იქაც ჩვენ უნდა განვიხლოთ ხიბულას სცენარი? არ ვარგა ეს ქვეყნისთვის, ძალიან ცუდ რამეს გვთავაზობთ. რატომ მიგყვათ აქეთკენ, რომ თქვენ უნდა შემოხვიდეთ, გარისკოთ. ეს ხომ პოლიტიკური პროცესია და არა რევოლუციური, საბოლოო ჯამში.
მიხეილ სააკაშვილი: ნიკა, ნიკა, მე ჯერ ერთი არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რას მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვია, რომ მე მზად ვარ, პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა ხარ ამ საქმეში და როცა ებრძვი ასეთ მონსტრს, როცა პუტინი არის შენი, თვეში ერთხელ მახსენებს თავის ყველა ბინძურ გამოსვლებში...
ნიკა გვარამია: მით უმეტეს ბატონო მიშა, პუტინი რასაც გახსენებთ, იმითი შეიძლება დასრულდეს. ამას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. ეს არ არის მარტივი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. მე თქვნი თავდადებაც მესმის, მე ამ თავდადებას პატივს ვცემ. თქვენი მომხრეების მოუთმენლობისაც მესმის. ამასაც პატივს ვცემ, მაგრამ მოდით, რაციონალურად დავალაგოთ საკითხები, ისე როგორც არის, ხომ? ჩვენ ხელისუფლება რომ არ გვყავს; ჩვენ რომ პუტინის გაგრძელება გვყავს აქ; აქ რომ ადამიანები უკვალოდ ქრებიან და იკარგებიან და კვდებიან, ჩვენ ამას ხომ ვხედავთ ბატონო მიხეილ? რატომ არ გინდათ ისეთი ფორმალიზაცია პროცესების, შეიძლება გინდათ, მაგრამ ახლა მე ვერ ვიგებ ამ შემთხვევაში, რომ ამ რისკებს ავცდეთ? თქვენ თავს საქართველოს პოლიტიკაში, ამ ექსტრემალური პირობების გარეშე ვერ ხედავთ? მე პირადად ვხედავ.
მიხეილ სააკაშვილი: ნიკა, აქ საუბარი არ არის ჩემზე, ზედმეტად ბევრ დროს უთმობთ ჩემ პიროვნებას. საქართველოს სახელმწიფო შეიძლება გაქრეს რუკიდან ძალიან ადვილად. ეს არის რეალობა, რაც ხდება. ერთი მხრივ არის ის, რომ საქართველო იყო მოქოქილი, მიდიოდა ძალიან მაგრად წინ და მართლა აფრინდებოდა უკვე და ამ მომენტში დაასტოპეს და ახლა საერთოდ ანგრევენ. ამ სიტუაციაში არის ერთი გზა მარტივი. ჩვენ უნდა ძაან სწორად... იცით რას მგაონებს საქართველო? როდესაც გიჟებმა საგიჟეში ჩაკეტეს ექიმები - ხელისუფლება საქართველოს მაგას მაგონებს - და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია ამ გიჟების დროზე განეიტრალება, ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე.
ნიკა გვარამია: გეთანხმებით, სრულიად. ტრაგედიების და მსხვერპლის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც თქვით.
მიხეილ სააკაშვილი: არც ჩვენი მსხვერპლის და არც არავის მსხვერპლის, ძალადობის. ამის თავიდან აცილება, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებ შანსს გვიტოვებს ივანიშვილი ამის. ამიტომ, რაც უფრო დროზე ვიმოქმედებთ, რაც უფრო დროზე დავმობილიზირდებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა კოალიციური ძალები ერთმანეთს ელაპარაკებიან და ყველა მინუს ერთი, ამ ფორმულის ავტორიც ხომ მე ვარ და თანდათან ამას ხორცი ესხმება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც უფრო სწრაფად ვიმოქმდებთ, მით უფრო სწრაფად ავიცილებთ და უმტკივნეულოდ გამოვალთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.