კახა ბექაური: „სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედი მაქვს „მაგთიც“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“
28-01-2019, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რატომ არ არსებობს სატელეკომუნიკაციო ტარიფების გაძვირების საფუძველი ქართულ ბაზარზე, ამასთან დაკავშირებით, "იმედი LIVE"-ის ეთერში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ისაუბრა. მისი აზრით, ორივე კომპანიამ არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება დააანონსა, ვინაიდან ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა. ბექაურის თქმით, კარგია რომ კომპანია „სილქნეტმა" კომისიის მიმართვის საფუძველზე, უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედს იტოვებს, რომ ანალოგიურად მოიქცევა „მაგთიც".

 


"ჩვენ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ საცალო ბაზარი დავარეგულიროთ, მათ შორის დავადოთ ზღვრულ ტარიფებზე ვალდებულება კომპანიებს. თუ კომისია მივა დასკვნამდე, რომ ეს ორი დიდი ძალის მქონე ოპერატორი ("სილქნეტი" და "მაგთი") ბაზარზე ფასების გაძვირებით თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კომისიას უფლება აქვს საცალო ზღვრული ტარიფები დააწესოს", - განაცხადა კახა ბექაურმა.

 


მისივე განმარტებით, კომპანიების კომისიის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სასამართლოში აქვთ, თუმცა კახა ბექაური ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, რადგან კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

 


"თუ კომისია მივიდა ზღვრული ტარიფის დადგენამდე, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კომპანიებს სასამართლოში აქვთ. კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მე არ მახსენდება ბოლოს როდის წავაგეთ სასამართლო პროცესი. იმიტომ, რომ კომისიის ყველა ასეთი გადაწყვეტილება ფუნდამენტური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღება. დეტალურად ხდება საკითხების შესწავლა, როგორც აპარატის, ასევე კომისიის ხუთივე წევრის მხრიდან", -განაცხადა კახა ბექაურმა.

 


კომისიის თავმჯდომარემ, მსოფლიო ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა ხმოვანი მომსახურება ძალიან მცირდება და იაფდება, ვინაიდან ეს სრულად ინტერნეტში გადადის.

 


"Whatsapp, Viber უკვე მობილური კომუნიკაციების თანმდევი სერვისები გახდა, შესაბამისად, GSM-ის ხმოვანი მომსახურების მოცულობა მცირდება და მცირდება ფასებიც. ამიტომ მსოფლიოში დიდი გამოწვევების წინაშე არიან მობილური კომპანიები, იმისთვის, რომ შემოსავლები არ დაკარგონ, ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ, რა ახალი პროდუქტები შექმნან, რომ მომხარებელი კმაყოფილი იყოს", - განაცხადა კახა ბექაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი