ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები ჩატარდა
28-01-2019, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

27 იანვარს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით საერთო კრებები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტვიშში, ქორენიშში, ორხვში, ლახეფაში, ალპანაში და აჭარაში ჩატარდა.

 


მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებილევან ცხვედიანი და ვახტანგ ლორთქიფანიძე, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

 


კრებებზე მოსახლეობასთან შეთანხმებით მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

 

 

 

 

სოფელ ტვიშში-გარე განათების მოწყობა, სოფელ ქორენიშში-გარე განათების მოწყობა, სოფელ ორხვში-წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალის შეკეთება, სოფელ ლახეფაში-შიდა სასოფლო გზაზე წყალგამტარი ცხაურის მოწყობა, სოფელ ალპანაში-საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის შენობის დასრულება, სოფელ აჭარაში-გარე განათების მოწყობა.

 


ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   თამილა
      
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა " რომ გააცოცხლეთ ეს კარგია და მახარებს,მაგრამ საერთო კრებაზე რომ ტვიშელების ნაწილი არ მიგვიწვიეთ ეს ცუდია,იქნებ ჩვენც გვაინტერესებდა გამოგვეხატა ჩვენი აზრი და გვქონდა რაიმე იდეა, მნიშვნელოვანი, საერთო კრებას კიარასამეზობლო კრებას და პედსაბჭოს უფრო ჰგავს სურათიდან გამომდინარე..რაც შეეხება განათებას კარგია მაგრამ,თვეებია არსებულ განათებაზე 11 ნათურა დამწვარია(სამი მეოთხედი) და არ ეღირსა გამოცვლა,სულ ორჯერ ჩავიარე ღამით რამდენიმე თვიანი ინტერვალით დაიგივე მდგომარეობაა გუშინდელი საღამოთი დადასტურებული.თანაც ეს აზრი რომ მუსირებს ,,განათებას ვაკეთებო" დიდი ხანია და სოფელმა რა გადაწყვიტა?იქნებ ჯობდა ჩანგრეული გზა გაგვეკეთებინა სოფლის დასაწყისში,ჩვენს უბანში 2 მეტრი სიგრძის გაბიონია დასამატებელი,ასევე გასაფარათოებელი 50 მეტრი და ,,ბოროტი ენები " ამბობენ ხელმოწერები შეგროვდეს და ჰესის მშენებლებს შევევედროთო და რატომ ?როცა პროგრამა დაგვიბრუნდა პროგრამამ უნდა იმუშაოს აუცილებლობით და მიზანმიმართულად . ჩვენ მუნიციპალიტეტს მივეკუთნებით არ გვინდა ვინმეს მოვალე გავხდეთ ,,ხელმოწერებით'" და ეს მარტო ჩემი აზრი არა არის დამერწმუნეთ...იქნებ დაპროექტებაზე რომ ჩამოვლენ მაშინ მაინც გაგვაგებინოთ სად და რას აკეთებთ. და თუ ვინმე სახლს ვერ აგნებს ღამით და უნდა გაინათოს მუნიციპალიტეტის ხარჯზე მასაც ვამხელთ და დასრულებულ პროექტებზე პრობლემები აღარ იქნება.ჩვენც ამ სოფლის მაცხოვრებლები ვართ და ჩვენი აზრიც გასათვალისწინებელია.
31 იანვარი 2019 14:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი