28 - 30 იანვარს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან.
29 იანვარს ჰენრიკ ჰოლოლეი მონაწილეობას მიიღებს ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომის მუშაობაში.
აღნიშნული ფორმატის დაარსების მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს. თბილისში დაგეგმილ პირველ სხდომაზე მხარეები განიხილავენ ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ევროკავშირის სტრატეგია ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით, რომლის დროსაც საქართველოს მხარე წარადგენს პრეზენტაციას საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებზე ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელების გზაზე.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.