სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ნინოობის დღესასწაული ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცა.
ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებს ეწვია და წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა.
პანსიონატის აღსარდელებმა სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს.
პანსიონატი 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. პანსიონატს ხელმძღვანელობს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სადაც 5-დან 16 წლამდე ასაკის აღსაზრდელები ცხოვრობენ.
ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მეუფე სპირიდონმა აღავილნა.
სტუმრებმა პატარებს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი მიუტანეს.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.