"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კორუფციულ გარიგებებში სდებენ ბრალს. რეზო ხარაზმა და ბონდო თევდორაძემ პასუხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძისგან მოითხოვეს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერების ინფორმაციით, ქობულეთის გამგეობაში იგნორირებულია ელექტრონული ტენდერები და კომპანიებს პირდაპირი შესყიდვის წესით უფორმდებათ ხელშეკრულებები. საქმე ეხება თამარ მეფის სახელობის სანაპიროზე ჩანგრეული ჯებირის რეაბილიტაციას.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განმარტებით, ნოემბრის სტიქიის შემდეგ ცდილობენ საკითხის პირველი რიგის პრიორიტეტად გამოცხადებას, თუმცა ხელისუფლების წევრებმა ეს არ გააკეთეს, ივნისში კი რეაბილიტაციის უფლება ერთ-ერთ კომპანიას პირდაპირი შესყიდვის წესით გაუფორმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.