„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 30% ფიქრობს, რომ სისტემის განვითარების მაჩვენებელი არ იცვლება; გამოკითხულთა 16%-ს მიაჩნია, რომ ინსტიტუტი სწორი მიმართულებით ვითარდება; 20% კი, ამბობს, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის.
NDI-ის ცნობით, გამოკითხვის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2205-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.