საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის, განცხადებით ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი, რასაც შეცვლილი მდგომარეობა და ლარზე გაზრდილი მოთხოვნა აჩვენებს.
"თავიდანვე ვამბობდი, რომ კურსთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევა საჭირო არ იყო და რომ ეს იყო დროებითი მოვლენა. ჩვენ დავინახეთ, რომ სიტუაცია შეიცვალა და ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვფიქრობ, რომ მალე ჩამოყალიბდება ახალი წონასწორული წერტილი", - განაცხადა ხადურმა.
ეროვნულმა ვალუტამ დოლართან და სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში უკვე რამდენიმე დღეა რაც გამყარება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.