„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხები გაორმაგდა
28-01-2019, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხები გაორმაგდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 


მათივე ცნობით, ზედა ზონის სოფლის მოსახლეობას, მთის კანონის სიკეთეების გარდა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალიწინებული თანხების თავიანთი საჭიროებების შესაბამისად დახარჯვა შეუძლიათ.

 


„დღნორისის თემი, რომლის შემადგენლობაში სოფელ დღნორისას გარდა ჭაშლეთი, საჩხეურა და ლეხიდრისთავი შედის, მოსახლეობის სიუხვით არ გამოირჩევა, მაღალმთიან სოფლებში დარჩენილი მცხოვრებთა მთავარი საზრუნავი, მაინც უგზოობაა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები ზედა ზონაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ალექსანდრე დადუნაშვილის ხელმძღვანელობით წარიმართა.

 


ლეხიდრისთავში 10000 ლარი ბეტონის გზის დაგებას მოხმარდება, საჩხეურშიც ბეტონის გზის დასაგებად 10 000 ლარი დაიხარჯება, ჭაშლეთში 10 000 ლარით წყლის რეზერუარის შეკეთება და გზის დაგება გადაწყდა, ხოლო დღნორისაში 12000 ლარი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება“, აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი