დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე საუბრობს: ჰკითხეთ, უმრავლესობის სხდომაზე ბოდიშები რატომ ახდევინეს - ეს ძალიან საინტერესო მომენტია მისი ცხოვრების
28-01-2019, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტო ჰგონია რომ იმყოფება საერთოდ პარლამენტში ამ ადამიანს და სხვა ადამიანები მარტო ღილაკზე ხელის დამჭერები არიან, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.

 

 

„ჟურნალისტებს მინდა მოგიწოდოთ, ერთი ჰკითხეთ, უმრავლესობის სხდომაზე ბოდიშები რატომ ახდევინეს ამ ადამიანს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია მისი ცხოვრების.

 

 

ადამიანი, რომელიც ბოდიშებს უხდის სათითაოდ თავისი გავლილი ცხოვრების გამო პარლამენტში, უკვე ორი ბოდიში მოიხადა და ალბათ, კიდევ ბევრს მოიხდის და მაგიტომ გავაკეთე მე განცხადება, რომ საერთოდ, დიდი თმენის ვალდებულება გაგვაჩნდა მაშინ, როდესაც ჩვენ შორის იყო დაპირისპირება, რომ ეს ადამიანი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არის საქართველოს სირცხვილი ზოგადად. გუშინდელი განვითარებული მოვლენების და გუშინწინდელი განვითარებული მოვლენების შედეგად მივიღეთ ის პასუხი, რასაც ჩირქიანი ადამიანების გარდა, სხვანაირი ადამიანებისგან ამას არ უნდა ელოდეს ადმაიანი. მე ვფიქრობ, „ქართული ოცნების" ღირსების საკითხია, რომ ეს საკითხი დააყენოთ და ბოლომდე ერთხელ რამე მაინც მიიყვანოთ. ის ფეიკნიუსები, რომლებიც ვრცელდებოდა, ახლა მოაყოლეს უკვე ეს სიბინძურე. აი, ეს არის „ქართული ოცნების" სახე - დღეს ასე ჩანს. აი, კობახიძე, ვინც გყავთ ფლიდი და ბოდიშების მხდელი ადამიანი, უვარგისი, უღირსი", განაცხადა ჭიჭინაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, და აღნიშნა, რომ „სხვადასხვა საშუალებებით" კონკრეტული პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყო.

 

 

„სიბინძურე, რომელიც ახლა გავრცელდა სოციალური ქსელებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი რომ დარჩა, ეს აძლევს ხალხს იმის საშუალებას, რომ ანგარიშები ასწორონ ასეთი ბინძური მეთოდებით. საეჭვოდ ემთხვევა მიქაუტაძის წარდგენას. ის, რომ უმრავლესობის ფორმატში გაჟღერებული იყო, რომ შეთანხმება იყო მიღწეული უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე, გადადებაზე სანამ არ იქნებოდა შემუშავებული კრიტერიუმები, ეს არამარტო უზენაესი სასამართოს მოსამართლეებს ეხება, ზოგადად სასამართლო სისტემას და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის.... მარტო ჰგონია რომ იმყოფება საერთოდ პარლამენტში ამ ადამიანს და სხვა ადამიანები მარტო ღილაკზე ხელის დამჭერები არიან", განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

მოგვიანებით კი, ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან იმ პირის ვინაობაც დააკონკრეტა, რომელზეც მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

 

 

„გუშინ ღამე სხვადასხვა საშუალებებით დაიწყეს გავრცელება ქ-ნი ეკას [ბესელია] პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების. ეს იმდენად ბინძური საქციელია უკვე, მე ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უშიშროება უნდა დაინტერესდეს საიდან მოდის იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს „ქართულ ოცნებას". როგორც კი გავრცელდა გუშინ რომ მოსამართლეების უვადო დანიშნვა გადაიდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე სასწრაფოდ ცდილობს რომ გამწესდეს ისევე, როგორც მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში და  შესაბამისად, ემთხვევა, იმ ადამიანების წინააღმდეგ ხდება დისკრედიტაცია, ვინც ამის მომხრე არ იყო.... მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს უფრო მეტი წვდომა აქვს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გამოიძიოს", უთხრა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი